суббота, 18 октября 2008 г.

საქართველოს მეფეები

პროექტის სახელი-“საქართველოს მეფეები“
პროექტის მოკლე აღწერა- მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნული თემის შესახებ,კერძოთ, მათ ევალებათ ინტერნეტის და ლიტერატურის გამოყენებით ნებისმიერ მეფეზე ინფორმაციის შეგროვება, ასევე უნდა მოიძიონ ფოტოები, ლექსები, მოთხრობები მათ შესახებ, შემდეგ ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია.
პროექტის სრული აღწერა- მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ თუ როდის მოღვაწეობდა მათ მიერ არჩეული მეფე, ვინ იყო მათი შთამომავლობა და წინაპრები, რამდენი წელი მართავდა საქართველოს, რა გააკეთა ან რა მოხდა მისი მეფობის პერიოდში მნიშვნელოვანი და რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა, ასევე აღნიშნულ მასალას თან უნდა დაურთონ თუ ხელმისაწვდომია ფოტო\ვიდეო მასალა და ლექსი. ასევე მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას არჩეულ თემასთან დაკავშირებით კითხვაზე: თუ რომელი მეფის დროს იყო საქათველო აღორძინებული სადაც მოეცემული ხუთი სავარაუდო პასუხი ესენია:
1.ფარნავაზი
2.დავითი აღმაშენებელი
3.თამარი
4.ვახტანგი გორგასალი
5.ერეკლე II
აღნიშნული გამოკითხვიდან გამარჯვებული მეფის გუნდს გადაეცემა ამ პროექტის სახელობის ჯილდო, რომელიც დაწესებული იქნება მოწინააღმდეგე გუნდების მიერ.
მონაწილეთა ასაკი\კლასები-9-10
ვადები და ხანგძლივობა- 1თვე
პროექტის შესაძო აქტივობა კლასებში-ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ფოტო\ვიდეო მასალის შეგროვება.
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები რაც შეიძლეა შეიქმნას- ფოტო და ლიტერატურული მასალა.
სარგებელი სხვებითვის-პატარა თაობას ჩაუნერგოს ისეთივე ძლიერი სიყვარული თავიანთი სამშობლოსი, როგორიც მათ წინაპრებს ქონდათ.
სამუშაო ენა-ქართული.
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ამ პროექტით მომავალი თაობა შეისწავლის ჩვენი ერის წარსულს და გაიუმჯობესებს უნარებს:
ლიტერატურაში(განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს, შეძლებენ ნაწარმოების გააზრებას)
ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს წარსულს, იგებენ თუ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს აღორძინებაში და რის ფასად უჯდებოდათ მათ ეს).
რელიგია (ბავშვები იგებენ სისხლის უკანსკნელ წვეთამდე, როგორ იცავდენ მათი წინაპრები თავიანთ სარწმუნოებას).
პროექტის ფასილიტატორის სახელი- ანნა რამიშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა-ana999ana@gmail.ge
პროექტის ფორუმი-
პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი-www.mefeebi.blogspot.com